გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე გარემოს დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს მგლების დაცვის გამო აკრიტიკებს. როგორც მან კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, გარემოს დამცველებზე საუბრისას განაცხადა, ევროპაში მგელი არ მრავლდება და ისინი მის დაცვას საქართველოში ითხოვენ.
"ევროპა კატეგორიულად ცდილობს, რომ საქართველოში მგლებს ხელი არ ახლონ, რასაც ირმებზე ზრუნვით ხსნიან. საქართველოში მგლები არიან, მაგრამ ირმები ვერ მრავლდებიან, ევროპაში კი მგლები არ არიან, თუმცა ირემმა შეიძლება გზაზეdaც კი გადაგირბინოს. ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის ერთადერთი ადგილი ვერ იქნება, სადაც ცხოველები უნდა გადარჩეს", - აღნიშნა ბობოხიძემ და გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს დედალ-მამალი მგლის საქართველოდან გაგზავნა შესთავაზა.
მგლებისადმი დასავლეთის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ბობოხიძე მას შემდეგ აპროტესტებს, რაც საქართველოში მგლები სოფლებს შეესივნენ, თუმცა მათი დახოცვა, საერთაშორისო ვალდებულებებსი გამო, შეუძლებელია.