"ქრისტიან-დემოკრატები" ფინანსთა სამინისტროსგან კოორპერაციული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა დაზარალებულებთან ერთად გამართულ ბრიფინგზეა განაცახადა, ფინანსთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს წესი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს არნიშნული პრობლემების მოგვარება.
"პრობლემების ნაწილი უკავშირდება დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსების დასრულებას, ნაწილი დაკავშირებულია დაზარალებულებისთვის სახელწმიფოს მიერ დაპირებული მიწის ნაკვეთების გადაცემასთან. ასევე, პრობლემად დგას უკვე გადაცემული ფართების დაკანონება და დაზარალებულებისთვის ფულადი კომპესაციით უზრუნველყოფა,, - აღნიშნა ახვლედიანმა.
ერთ-ერთმა დაზარალებულმა ნათელა ჩიქვინიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კოორპერაციული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა რაოდენობა მთელ საქართველოში 9 ათასამდეა, დედაქალაქში კი - 3 800, უკვე დაკმაყოფილებულია 700-მდე ოჯახი.
ჩიქვინიძე აცხადებს, რომ რეალურად, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მთავრობის მიერ დასახელებული თანხის მესამედიც კი საკმარისია.
გუშინ ფინანსთა სამინისტროსთან ჩატარებულ აქციაზე, აქციის მონაწილეებმა ფინანსთა სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ უახლოეს დღეებში, აღნიშნულ საკითხზე დაიწყება მოლაპარაკებები და სამუშაო შეხვედრები გაიმართება დაზარალებულ პირებთან.