რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოფილი მინისტრები დაუსაქმებელი არ დატოვა. შესაბამის ბრძანებას მან ხელი დღეს მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
მაგალითად, რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ტატიანა გოლიკოვა პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა, ამას გარდა, ასევე პრეზიდენტის თანაშემწეები გახდნენ განათლების ყოფილი მინისტრი ანდრეიუ ფურსენკო, კომუნიკაციებისა და კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი იგორ შეგოლევი, ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ელვირა ნაბიულინინა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი იური ტრუნევი. ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი იგოლ ლევიტინი პუტინმა მრჩევლად დაინიშნა.
რაც შეეხება რუსეთის ყოფილ შს მინისტრს რაშიდ ნუგალიევს იგი ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნას დანიშნა. თავად უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა თანამდებობა შეინარჩუნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად სერგეი ივანოვი დარჩა.