აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს, რომლის დროსაც ციმბირში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევას განიხილავს.
როგორც Associated Press წერს, ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკითხზე პუტინთან „ძალიან მალე“ ისაუბრებს.
ციმბირის შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალების შემდეგ რუსეთის ჯანდაცვის უწყებები შემთხვევას იკვლევენ. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალის გარდაცვალება უცნობი წარმოშობის პნევმონიას უკავშირდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ეუბნება ამ შემთხვევასთან დაკავშირებით აშშ-ის დაზვერვა, ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკაში საკითხზე „ძალიან საფუძვლიანი განხილვები“ მიმდინარეობს. მისი თქმით, შესაბამის ინფორმაციას, სავარაუდოდ, ხვალ გაავრცელებენ.
ტრამპმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ აშშ მზად არის, რუსეთს ამ ვითარებაში დახმარება გაუწიოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი 6 ოქტომბერს აღნიშნა, რომ რუსეთმა ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს.