მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის ლიდერებთან.
"ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.