დღეს, 22 მაისს, ბილაინის გენერალური დირექტორი სერგეი ზაკურაევი აბონენტთა მომსახურების ახლად გახსნილ ოფისში (ხიზანიშვილის 15) ახალი აქციის დეტალებზე ისაუბრებს.
მობილური ოპერატორი "ბილაინი" გლდანში არსებულ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლთან ერთად სოციალური პასუხისმგებლობის აქციას " ნათელი ფერები ბავშვებს" განაგრძობს. აქციის განმავლობაში, 21 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით, ბილაინის ნებისმიერი
აბონენტი, რომელიც მობილურ ტელეფონს ბილიანისაგან ან სასტარტო პაკეტს ბილაინის ახლადგახსნილ აბონენტთა მომსახურების ოფისში შეიძენს, საქველმოქმედო აქციის მონაწილე გახდება. მობილური ტელეფონის ღირებულებიდან 1 ლარი, ხოლო ნებისმიერი სასტარტო პაკეტიდან 50 თეთრი გადაერიცხება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს და მათთვის საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას მოხმარდება. სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში, კომპანია ბილაინი გლდანში მცხოვრებ ერთი კვირის წინ მომხდარი წყალდიდობით დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარება და სრულიად განადგურებულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას შეუძენს.
აქციის დეტალებზე ზაკურაევი აბონენტთა მომსახურების ახლად გახსნილ ოფისში ისაუბრებს.
" ნათელი ფერები ბავშვებს" არ არის ერთჯერადი ღონისძიება და უკვე ერთი წელია, ყველა ჩვენი ახალი ოფისი მზრუნველობამოკლებული ადამიანების დახმარებისკენ მიმართული აქტივობებით იხსნება. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ დავეხმარეთ როგორც თბილისში ასევე სხვა და სხვა რეგიონში, სვანეთში , გურიაში არსებულ ბავშვთა სახლებს", - განაცხადა ზაკურაევმა.