დღეს, 22 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) ორგანიზაცია Key Management Solutions (KMS)-თან და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად უმასპინძლებს ტურისტულ სექტორში დასაქმებული კადრების მომსახურების გაუმჯობესებაზე მიმართული ტრენინგების დასკვნით ღონისძიებას, სადაც კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
EPI-ის ინფორმაციით, გადამზადების პროგრამა მიმდინარეობდა საქართველოს უმთავრეს ტურისტულ რეგიონებში. იგი გაიარეს საშუალო კლასის სასტუმროების, რესტორნების, ღვინის მაღაზიების, ტურისტული სააგენტოების, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების წარმომადგენლებმა. სულ გადამზადდა 210 ადამიანი 70 კომპანიიდან. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას საქართველოში.