საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ინიციატივით 23 აპრილი „წიგნის დღედ" გამოცხადდება. როგოორც "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ნიკოლოზ რურუას გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 23 აპრილს მკითხველი სასურველი წიგნის შეძენას არსებულთან შედარებით დაბალ ფასად შეძლებს. წიგნის დღის სახელდებასთან დაკავშირებით, კულტურის მინისტრი წიგნის მაღაზიებს სამინისტროს მიერ გამოცემულ (სამინისტროში პრეზენტირებულ) წიგნებს აჩუქებს.
გამოცემები საჩუქრად გადაეცემა წიგნის მაღაზიებს; მათ შორის „სანტა-ესპერანსას", „ლატერნას" და „ლიბრას". ჩამონათვალში მითითებულ სასურველ გამოცემას მკითხველი აღნიშნული მაღაზიების ქსელში იპოვის.
წიგნების გადაცემას გიორგი მიროტაძე (ლატერნა), ზურა ლომაშვილი (ლატერნა), გოჩა კევლიშვილი (ლატერნა), ირაკლი სებისკვერაძე (ლიბრა), ნატო ცაავა (სანტა ესპერანსა), ბაკურ სულაკაური (სანტა ესპერანსა), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრებიან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოცემები:
გრიშაშვილის "ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა";
ჟურნალი კავკასიონი (ორტომეული); ნუგზარ შატაიძის რჩეული მოთხრობის კრებული „შეხვედრა";
DVD დისკები- „გალობის რაინდები"; იგორ ობოლენსკის "ღირსების ფასი,
ქართველი ქმრების ისტორიები" (ინგლისური გამოცემა);
იგორ ობოლენსკის „ღირსების ფასი, ქართველი ქმრების ისტორიები" (რუსული გამოცემა);
გიგი სულაკაურის ლექსების კრებული "ხეტიალი",
დევიდ თოროს "უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება";
როლან ბარტის "მითოლოგიები";
ზურაბ სამადაშვილის რომანი "ხმაურიანი დღეები";
გივი შახნაზარის თარგმანი "ას ერთი ჰაირენი" -ნაჰაპეტ ქუჩაკი;
კატალოგები „ფერწერა" და „მაგნუმი", ვაჟა-ფშაველას ფოტოალბომი;
ვაჟა-ფშაველას სამტომეული;
მიქელ თამარაშვილის "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის"; გრიგოლ ტატიშვილის 4 წიგნის რეპრინტი;
მერაბ ოძელაშვილის „სახელმძღვანელო-ჯაზის თეორიისა და პრაქტიკის სისტემური კურსი".