“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან ერთად “მეგობარი აქტის” ინიციატორ კონგრესმენ, ჯო უილსონს შეხვდა.” ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის”პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო.
“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერ ლევან სანიკიძე საქართველოს დიდ მეგობარ კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ;
თინა ბოკუჩავას თქმით, სენატში აქტიურად განიხილავენ, რომ „მეგობარი აქტი“ მიებას თავდაცვის აქტს, რომელსაც 63 წელია იღებს აშშ-ს საკანონმდებლო ორგანო და რა თქმა უნდა, წელსაც მიიღებს და ძალიან დიდი შანსია, რომ ეს მოხდეს „მეგობარ აქტთან“ ერთად
„მორიგი ტყუილი, რომელსაც რუს-ქოცური რეჟიმი დღეს ავრცელებს არის ის, რომ „მეგობარი აქტი, აშშ-ში აღარ არის აქტუალური, აღარ დგას დგას დღის წესრიგში, ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს, აქტიურად მიდის განხილვები მათ შორის სენატში იმისთის, რომ „მეგობარი აქტი“ მიებას თავდაცვის აქტს, რომელსაც 63 წელია იღებს აშშ-ს საკანონმდებლო ორგანო და რა თქმა უნდა, წელსაც მიიღებს და ძალიან დიდი შანსია, რომ ეს მოხდეს „მეგობარ აქტთან“ ერთად , რაც იქნება წინაპირობა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების. იმ ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ფაქტობრივად დასცინოდა პრეზიდენტ ტრამპს, რომელმაც დაასამარა ტრამპის სასტუმროს პროექტი საქართველოში და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კორუფციაში ადანაშაულებდა, როდესაც ამბობდა, რომ მას ფული გადაუხადეს. რა თქმა უნდა, როდესაც ეს რეჟიმი შეიცვლება საქართველოში არა მხოლოდ ტრამპთაუერი აშენდება, არა მხოლოდ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინიციატივა დაბრუნდება საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ღირსეული და სანდო საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი მეგობრებისთვის.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.