გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი, TV პირველის ეთერში ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება იგეგმება.
მისივე თქმით, ორივე სპასპორტები აქვთ ჩამორთმეული.
"ღარიბაშვილის დაჭერა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ბიჭებს როგორც აქვთ შიდა წყაროებში, კი ბატონო, იგეგმება და მათ შორის, ლილუაშვილის, უბრალოდ დროის ფაქტორია, როდის გააკეთებენ ამას და რა მეთოდით გააკეთებენ, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, რიგში რომ დგას ღარიბაშვილი, პასპორტები რომ ჩამორთმეული აქვთ ერთსაც და მეორესაც, ქვეყნიდან გასვლის უფლება არ აქვთ და, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იმყოფებიან, მათ სახლებთან სუს-ის მანქანები ოპერირებს, კამერები დაუყენეს... მასეთ ყოფას, სამოქალაქოზე ცხოვრებას, ერქვათ პატიმარი და ციხეში იყვნენ ეგ ჯობია, ვიდრე მათ ყოფას, რა ყოფაშიც ეგენი ცხოვრობენ", - ამბობს ირაკლი შაიშმელაშვილი, TV პირველის ეთერში.