რუსეთმა ზაფხულის შეტევითი კამპანიის დროს უდიდესი დანაკარგები განიცადა და აღარ შესწევს ძალა ახალი მასშტაბური შეტევითი ოპერაციების განსახორციელებლად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველა დოკუმენტის, ყველა სადაზვერვო მონაცემის მიხედვით, რუსეთმა ოთხი ძირითადი მიმართულება აირჩია. და დიახ, პრინციპში, ჩვენ მხოლოდ თანმიმდევრობა არ ვიცოდით. შეტევა სუმის მიმართულებით. ნოვოპავლოვსკის ოპერაცია. პოკროვსკაიას ოპერაცია, როგორც ერთ-ერთი მთავარი. და ზაპოროჟიეს მიმართულება. ეს არის ოთხი მიმართულება, რომელთა შესახებაც ჩვენ ვნახეთ შესაბამისი მონაცემები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
„მათ დიდი დანაკარგები განიცადეს, ძირითადად პირადი შემადგენლობის. დღეისთვის, არ ვიცი, რა იქნება ხვალ (პირობითი „ხვალ“), მაგრამ დღეს მათ ამ მიმართულებაზე უარი თქვეს. და მათ თავიანთი რესურსები და პირადი შემადგენლობა სხვა მიმართულებით გადაისროლეს. მე ვფიქრობ, რომ მათ იქ კიდევ უფრო მეტი დანაკარგი განიცადეს“, - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს დანაკარგები მომდევნო 24 საათის განმავლობაში ცალკე იქნება აღწერილი.
„და მათ ორი ოპერაცია დარჩებათ. ჩვენი აზრით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული ნაბიჯების გამო, მათ დიდი რაოდენობით პირადი შემადგენლობა დაკარგეს, რათა განხორციელებულიყო ეს ორი ძლიერი, დამატებითი ოპერაცია, რომელიც უკვე ვახსენე. ვფიქრობ, რომ დღეს მათ არ ეყოლებათ საკმარისი ძალები ფართომასშტაბიანი ოპერაციებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.