ანდრეს ბრეივიკი ტერორიზმში თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა მის მიერ ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე ჩადენილ ფაქტს არ უარყოფს.
ოფიციალური ბრალდების მოსმენის შემდეგ, ბრეივიკმა უარყოფითად უპასუხა მოსამართლეს კითხვას - ცნობს თუ არა იგი თავს დამნაშავედ.
მან ასევე განაცხადა, რომ არ ცნობს სასამართლოსაც, რადგან იგი "მულტიკულტურის მხარდასაჭერად" მოქმედებს.
სასამართლო დარბაზში, როგორც კი ბრეივიკის ბორკილები მოხსნეს, მან ხელი გულზე მიიდო და შემდეგ ნაცისტური ჟესტით მიესალმა დარბაზში მყოფთ.
ბრეივიკი აცხადებს, რომ შრომის პარტიის ტოლერანტული პოლიტიკა ხელს უწყობს ევროპაში მუსულმანების დამკვიდრებას, რის გამოც მის მიერ განხორციელებული თავდასხმას გამართლებულად მიიჩნევს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ბრეივიკის ცრემლიც კი წასკდა მას შემდეგ, რაც მის მიერ გადაღებული ვიდეორგოლის დემონსტრირება მოხდა, სადაც იგი იდეოლოგიურად ცდილობს გაამართლოს ტერაქტები. ამავე დროს დამნაშავე გულგრილად უსმენდა დაღუპულთა გვარების ამოკითხვას.
პროპკურატურა მოითხოვს, რომ ბრეივიკს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.
ბრეივიკის მიერ დახოცილი 77 ადამიანიდან 8 ოსლოში, ავტომობილში ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა, ხოლო 69 კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში, შრომის პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. დაღუპულთა შორისაა ქართველი თამთა ლიპარტელიანი.