ჯონდი ბაღათურია ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის განხილვისა და დამტკიცების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა და განცხადების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვა.
აღსანიშნავია რომ ბაღათურია აპროტესტებს ცესკოს თავმჯდომარის დამტკიცების პრინციპს და როგორც აღნიშნავს, მას კონკრეტულ პირებთან არანაირი პრობლემა არ აქვს.
"როდესაც პრეზიდენტი თავისთვის სასურველ კანდიდატებს წარმოგვიდგენს და ეს ოპოზიციის თუ პარლამენტის სახელით უნდა დამტიკიცდეს ცხადია ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული და ამ პროცესში მონაწილეობისათვის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ", - განაცხადა ბაღათურიამ.