საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა.
„მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება, რის შედეგადაც დადგინდება, იყო თუ არა აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მძღოლის ბრალეულობა.
დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის მიმართ კანონის შესაბამისად გატარდება ყველა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება“, – აღნიშნულია განცხადებაში.