მსოფლიოში პირველად ესპანელმა მეცნიერებმა გაუკეთეს ენდოსკოპია ბავშვს, რომელიც დედის მუცელში იმყოფებოდა. ქირურგიული ჩარევის მომენტში ნაყოფი 26 კვირის იყო და სულ რაღაც 800 გრამს იწონიდა. ოპერაცია ჯერ კიდევ 2010 წელს ჩატარდა, მაგრამ ქირურგებმა მხოლოდ ახლა გაახმოვანეს. გოგონას დედის მუცელში განვითარებისას, გინეკოლოგებმა ულტრასონოგრაფიის დახმარებით გამოუვლინეს ფილტვის სტრუქტურის დეფექტი. მარჯვენა მხარეს ბრონქებსა და ფილტვს შორის არ იყო ხვრელი, დეფექტი რომ არ მოეცილებინათ, გოგონა დაბადებიდან რამოდენიმე საათში დაიღუპებოდა. მსგავსი პათოლოგია 10 000-iდან ერთ ახალშობილში ხდება და სიკვდილიანობა 90%-s შეადგენს.
გოგონას მშობლები დათანხმდნენ ოპერაციაზე, რომელიც ადრე არასდროს გაკეთებულა. ოპერაცია დაახლოებით 30 წუთს გრძელდებოდა. ქირურგებმა ენდოსკოპი ნაყოფის პირიდან შეიყვანეს და მოხსნეს ბარიერი, რომელიც ხელს უშლიდა ჰაერის მიწოდებას. ოპერაციის სირთულე გამოიხატება იმაში, რომ ნაყოფის ქსოვილი ისეთი სიფრიფანაა, როგორც პაპიროსის ქაღალდი და იუველირულ სიზუსტეს მოითხოვს. ოპერაციიდან 11 კვირის შემდეგ ქვეყანას მოევლინა გოგონა, რომელსაც ალაიზი დაარქვეს რაც ბასკურ ენაზე "სიხარულს" ნიშნავს.