დღეს, 11 იანვარს, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საქრთველოს პრეზიდენტს შეხვედება.
საქართველოს პრეზიდენტისა და ამერიკელი სენატორის შეხვედრისას, სავარაუდოდ ყურადღება გამახვილდება რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე, არსებულ საფრთხეებზე და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე.
ჯონ მაკკეინი ბათუმსაც ეწვევა, სადაც განახლებულ ქალაქს დაათვალიერებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელი სენატრორი საქართველოში 15 დეკემბრამდე დარჩება და იგი მონაწილებას მიიღებს 14-15 იანვარს ბათუში დაგეგმილ ენეგრტიკულ სამტში.
ამერიკელი სენატორის საქართველოში გამართული შეხვედრებისას მთავარი საკითხი უსაფრთხოება და დემოკრატიული პროცესები იქნება. ამ თემებე ისაუბრებს სენატორო როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
როგორც ცნობილია, ჯონ მაკკეინი აშშ-ს სენატში და პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ლობისტია.
უნდა აღინიშნოს, რომ მაკკეინი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ამჟამად არსებული გადატვირთვის პროცესის მიუხედავად, რუსეთი კვლავაც წარმოადგენს საფრთხეს, რადგან მისი ქმედებებები ბოლო პერიოდში უფრო აგრესიული და ავტორიტარული გახდა.
"რუსეთის ხელისუფლება ბოლო პერიოდში კიდევ უფრო ავტორიტარული და აგრესიული გახდა", - ამის შესახებ ჯონ მაკკეინმა ვაშინგტონში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯონ მაკკეინი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და იგი კრემლისგანს საქართველოს დეოკუპაციას მოითხოვს.
ამერიკელი სენატრორი მიიჩნევს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ვალდებულია მოსთხოვოს მოსკოვს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და მოახდინოს საქართველოს დეოკუპაცია.
ჯონ მაკკეინი დაიბადა 1936 წელს. მისი მამა და პაპაც ამერიკელი ადმირალები იყვნენ. მაკკეინმა დაამთავრა საზღვაო აკადემია და სამხედრო მფრინავი გახდა. მან ვიეტნამის ომში მიიღო მონაწილეობა. 1967 წელს ვიეტნამში მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს და ჯონ მაკკეინი ხუთ წელიწად ნახევრი ტყვეობაში იმყოფებოდა. იგი 1973 წლის 17 მარტს გაათავისუფლეს.
2000 წელს მაკკეინმა რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებში განიცადა მარცხი. მაშინ პარტიის კანდიდატად ტეხასის გუბერნატორი ჯორჯ ბუში დაასახელეს. 2008 წელს არიზონელი სენატორი საპრეზიდენტო მარათონში ბარაკ ობამასთან დამარცხდა.