აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინ-ზელენსკის პოტენციურ შეხვედრაში შესაძლოა, მონაწილეობა ევროპელმა ლიდერებმაც მიიღონ. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. იუწყება CNN
„ჩვენ გვექნება შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან, მეც დავესწრები და შესაძლოა, რამდენიმე ევროპელ ლიდერს მოვუწოდოთ, შესაძლოა არა“, - თქვა მან.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, პუტინი და ზელენსკი „მზად არიან“ დაამყარონ მშვიდობა, თუმცა მან სინანული გამოთქვა, რომ უკრაინაში ომი უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ელოდა.
„ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი შეთანხმებას. მეგონა, ეს ყველაზე მარტივი ნაწილი იქნებოდა. სინამდვილეში კი ეს ყველაზე რთული ნაწილია“, - დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო, პუტინი მთელ უკრაინას დაიკავებდა.
„ჩემი აზრით, პრეზიდენტი რომ არ ვიყო, ის უპირატესობას მიანიჭებდა მთელი უკრაინის დაკავებას, მაგრამ მე პრეზიდენტი ვარ და ეს ჩემთან არ გაუვა. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. ეს ჩემს დროს არ დაწყებულა და ოთხი წლის განმავლობაში ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა. წასვლის შემდეგ კი ვხედავდი, რა ხდებოდა. ყველა დამნაშავეა, პუტინია დამნაშავე, ყველა დამნაშავეა”,- განაცხადა ტრამპმა.