აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას წარუმატებლობის 25%-იანი შანსი აქვს.
ამერიკის ლიდერის თქმით, ხვალინდელი სამიტის მთავარი მიზანი ზელენსკის მონაწილეობით მეორე შეხვედრაზე შეთანხმებაა.
მან ასევე განაცხადა, რომ თუ შეხვედრა ცუდად ჩაივლის, მაშინ ის საერთოდ არავის დაურეკავს.
„არსებობს 25%-იანი შანსი, რომ ეს შეხვედრა წარმატებული არ იქნება, თუ შეხვედრა ცუდად ჩაივლის, არავის დავურეკავ, სახლში წავალ… კარგი შეხვედრა თუ იქნება, პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს დავურეკავ… ეს შეხვედრა მეორე შეხვედრას აორგანიზებს, მაგრამ არის 25%-იანი შანსი, რომ ეს შეხვედრა წარმატებული არ იქნება”, - განაცხადა ტრამპმა.