ოთარ ჭილაძის რომანი "აველუმი" ლონდონში ინგლისურად ითარგმნა და გამოიცა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თამაზ ჭილაძემ განუცხადა.
"დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ დონალდ რეიფელდმა ოთარის "აველუმი" თარგმნა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. მისი შემოქმედება საზღვრებს გარეთ უკვე წლებია ფასდება და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშნვნელოვანია როგორც პირადად ჩემთვის, ასევე ჩვენი ერისთვის და ქვეყნისთვის", - აღნიშნა თამაზ ჭილაძემ.
ცნობისთვის, "აველუმი" ოთარ ჭილაძის მეხუთე რომანია. ის დონალდ რეიფელდიმ, რომელიც ლონდონის ქუინ მერის კოლეჯში ქართული და რუსული ენების პროფესორია, ინგლისურ ენაზე თარგმნა. წიგნის პრეზენტაცია ახლო მომავალში იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ გამოიცა თამაზ ჭილაძის ახალი წიგნი, სახელწოდებით "ოთართან ერთად".
"ამ წიგნში ასახულია ჩვენი ცხოვრება. არ მინდა მოგონება ვუწოდო, იმიტომ რომ ტკივილი, რომელიც მოგონებად გადაიქცევა, დამთავრდება ყველაფერი. ოთარი ჩემ გვერდით არის, მართალია ფიზიკურად არა, მაგრამ ის სულ აქ არის, მისი ხმა მესმის და მენატრება", - აღნიშნა თამაზ ჭილაძემ.