უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ „მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინელების ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს“, უპასუხა და განაცხადა, რომ ის ამ პროცესზე საკუთარ გავლენას გადაჭარბებულად აფასებს.
„ეს გეგმა წარუმატებლობისთვისაა განწირული, ბატონო პრემიერ-მინისტრო. მოსკოვში თქვენი პატრონი 100 წელს ვერ გაძლებს, მაშინაც კი, თუ მზად იქნებით, ყველა ორგანო შესწიროთ. და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დღეს, ჩვენ ამ სათაურს ჩარჩოში ჩავსვამთ უკრაინის პარლამენტში, რათა გვახსოვდეს თქვენი ტყუილები შემდეგი 100 წელი“, - წერს სიბიჰა სოციალურ ქსელში.