უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უნგრელი ხალხისთვის საფრთხედ მიიჩნევს.
ამის შესახებ სიბიჰამ უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
სიბიჰამ კომენტარი გააკეთა უნგრეთის მხრიდან ბოლო არამეგობრული განცხადებების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში უნგრეთი აქტიურად ადანაშაულებს უკრაინას საპარლამენტო არჩევნებში უნგრეთის ოპოზიციის სასარგებლოდ ჩარევაში.
გარდა ამისა, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ უნგრეთი უკრაინას ევროკავშირში კიდევ 100 წლის განმავლობაში არ შეუშვებს.
„ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთი დაბრკოლებაა. უფრო მეტიც, მე მჯერა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თავისი ხალხისთვის საფრთხეს ქმნის“, - განაცხადა სიბიჰამ.
მინისტრის თქმით, ეს ეხება არა მხოლოდ უნგრეთში მცხოვრებ უნგრელებს, არამედ უკრაინაში მცხოვრებლებსაც.
„რადგან ის [ორბანი] ბლოკავს უნგრელი ხალხის ნაწილის საერთო ევროპულ სივრცეში გაწევრიანებას“, - განმარტა სიბიჰამ.
სიბიჰამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა აპრილში დაგეგმილი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება.