10 იანვარს თბილისში ესპანეთის კონგრესის წევრები ჩამოდიან. ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატმა მიაწოდა.
ესპანელი კონგრესმენები საქართველოში სამი დღით დარჩებიან.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ხელმძვანელობასთან და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ პირებთან.
გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ბიზნესწრეების წარმომადგენლებთანაც.