ბიძინა ივანიშვილთან საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენლები იკრიბებიან. ამ დროისთვის ივანიშვილთან შეხვედრაზე მივიდნენ არიან აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ჩეხეთის ელჩი საქართვეოში ივან იესტრჟაბი, NDI-ის საქართველოს ორგანზიაციის ხელმძღვანელი ლუის ნავარო, ასევე შვედეთის, თურქეთის, უკრაინის, ნიდერლანდების, ევროკავშირის, ბრიტანეთის, პოლონეთის, გერმანიის, გაეროს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, უნგრეთის, ევროსაბჭოსა და იაპონიის დიპლომატიური წარმომადგენლები.
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას საუბარი სავარაუდოდ შეეხება ბიზნესმენთან დაკავშირებით შექმნილ პოლიტკურ ვითარებას. კონკრეტულად, კი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას და ბანკი ქართუს შესახებ.