ოფიციალური თბილისი რუსეთ-საქართველოს შორის ავიარეისების საშობაოდ
გადადებასთან დაკავშირებით მოსკოვის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
რუსეთის საგარეო უწყების შესაბამის განცხადებაზე საპასუხოდ სპეციალური რესკონფერენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გამართა.
"ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2007 წლიდან გაწყვეტილია და ჩვენ ერთმანეთთან მხოლოდ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით ვურთიერთობთ. რუსეთს არ ჰქონდა უფლება ფრენებთან დაკავშირებით პირადად ჩვენთვის მოემართა, თუმცა მიუხედავად ამისა, ქართულმა მხარემ შვეიცარიის მეშვეობით მოსკოვს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საკუთარი მზადყოფნა შეატყობინა. ის ბრალდებები კი, რაც რუსეთში გაკეთდა უსაფუძვლოა", - განაცხადა კალანდაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, მიმართულებით ჩარტერული რეისების დანიშვნა მხოლოდ კერძო კომპანიებს შორის გადასაწყვეტი საკითხი იყო და საჰაერო სივრცის გახსნაზე სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყება ქართულ მხარეს ადანაშაულებს იმაში, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერული რეისების განხორციელება ახალი წლის დღეებში ვერ მოხერხდა და ეს საშობაოდ გადაიდო.