კიევი-ქუთაისის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულება დღეიდან დაიწყება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციიდან აცნობეს,
რეისები ამ ეტაპზე კვირაში ერთხელ, მხოლოდ სამშაბათობით შესრულდება, თუმცა არ არის გამორიცხული ფრენების სიხშირე გაიზარდოს.
ფრენებს უკრაინული ავიაკომპანია "WIND ROSE" შეასრულებს. პირველი თვითმფრინავი კოპიტნარის აეროპორტში დაფრინდება და მას ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ბოკუჩავა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი დახვდებიან.