ავიაკომპანია "აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ავიაკომპანიამ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო.
ჩარტერული რეისები ორ ქვეყანას შორის დღეიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მოსკოვის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის თბილისისთვის დაგვიანებით გადმოგზავნისთვის, "აირზენამ" ფრენების ორგანიზება ვეღარ მოასწრო.
"იმის გამო, რომ ნებართვის შესახებ ინფორმაცია 19:00 საათზე მივიღეთ, ვერ ვასწრებთ საახალწლოდ ჩარტერული რეისების განხორციელებას, ამიტომაც ფრენები გადაგვაქვს საშობაოდ და რეისები 6 იანვრიდან 25 იანვრამდე შესრულდება", - აცხადებს გიორგობიანი.
6 იანვრის რეისებზე ბილეთების გაყიდვა ავიაკომპანიამ უკვე დაიწყო. მოსკოვის მიმართულებით პირველი თვითმფრინავი 12:30 საათზე გაფრინდება.