მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ხელისუფლებას "დედოფლისწყაროს მოსახლეობის დავიწყებაში" ადანაშაულებს.'დედოფლისწყაროს რიონული ორაგნიზაციის ხელმძღვანელმა შოთა ჯამასპიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოძრაობის კანდიდატმა ლია ჩოქურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რაიონის სოფელ წითელწყაროს მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.
მათი განცხადებით, კოლექტიური მრიცხველებიდანNაღებული მონაცემების საფუძველზე, აღნიშნული სოფლის მცხოვრებლებს მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირისთვის ზედმეტ თანხას ახდევინებენ. აღინიშნა ისიც, რომ სოფელი წითელწყარო მთლიანად არ არის გაზიფიცირებული, ასევე მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია უზრუნველყოფილი წყალმომარაგებით.
"სოფელში არ არსებობს სპორტული მოედანი. უფრო სწორად, არსებული სპორტული მოედანი საძოვრად არის გადაქცეული. შესაკეთებელია ხიდი და მოსაწესრიგებელია გზები. მოსახლეობა იმაზედაც კი თანახმაა, რომ გზები მხოლოდ მოიხრეშოს, მაგრამ ხელისუფლება ამასაც არ აკეთებს", - აცხადებენ ისინი.