რამდენიმე რუსმა დიპლომატმა, რომლებიც ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ექსკურსანტთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდნენ, ლორდთა პალატის შენობაში შეღწევა მოახერხეს. ამის შესახებ The Guardian იუწყება. გამოცემის ცნობით, ინციდენტი 2024 წლის დეკემბერში მოხდა.
The Guardian-ის ინფორმაციით, ინციდენტი ბრიტანეთის პარლამენტში ექსკურსიის დროს მოხდა, რომელშიც რუსეთის საელჩოს დიპლომატების „მცირე ჯგუფი“ შედიოდა.
გარკვეულ მომენტში რუსი დიპლომატები ტურს მოწყდნენ და ლორდთა პალატის შეზღუდული წვდომის პალატაში შევიდნენ, საიდანაც დაცვამ გამოაძევა.
„ჩვენ ვეჭვობთ, რომ მათ უბრალოდ სურდათ კრემლის წინაშე ეტრაბახათ, რომ ბრიტანეთის პარლამენტში შეაღწიეს. ეს არ არის იდეალური სიტუაცია, მაგრამ ისინი გამოიჭირეს, ვიდრე [დიპლომატები] რაიმე ზიანს მიაყენებდნენ“, - განუცხადა The Guardian-ს გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო წყარომ.
ამავდროულად, ინციდენტის შემდეგ, პარლამენტის წევრებმა და მათმა კოლეგებმა ორივე პალატის სპიკერებისგან მიიღეს წერილობითი გაფრთხილება, რომ არ მიიწვიონ რუსი დიპლომატები პარლამენტში.
„რუსეთის მთავრობის ოფიციალურად აკრედიტებულ წარმომადგენელს, რუსეთის ელჩს არ უნდა მივესალმოთ პარლამენტის კედლებში შემდგომ გაფრთხილებამდე.
ეს ეხება ყველა სხვა რუს დიპლომატს და დიდ ბრიტანეთში აკრედიტებულ რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს“, - ნათქვამია წერილში.
რუსეთის ელჩს, დიპლომატებს და რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს ლონდონში 2022 წლიდან, როდესაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ბრიტანეთის პარლამენტში შესვლა ეკრძალებათ.