ნიდერლანდები უკრაინას 27 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს.
ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა კიევში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა.
20 მილიონი ევრო მოხმარდება უკრაინის ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებას, რომელიც სერიოზულად დაზიანდა რუსეთის თავდასხმების შედეგად.
თანხები მოხმარდება ენერგეტიკული ობიექტების შეკეთებას და დაცვას, ასევე ელექტროენერგიის დეცენტრალიზებულ წარმოებას.
ნიდერლანდები კიევს კიდევ 7 მილიონ ევროს გადასცემს, როგორც ნატო-ს უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ნაწილს, რომელიც მოიცავს საწვავს, მედიკამენტებს და ზამთრის აღჭურვილობას.