"სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, პრაიმერის დაფინანსებაში მასში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალა მიიღებს მონაწილეობას.
"პრინციპი ასეთია, მის დაფინანსებაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მადლობა ღმერთს, ფული არც რუსეთიდან და არც სხვა ქვეყნებიდან არ გვჭირდება", - განუცხადა ნოღაიდელმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
მისი განმარტებით, "პრაიმერის დაფინანსების საკითხი განხილული იანვრის ბოლომდე არ იქნება".
"ამაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, რაც პრაიმერში მონაწილე პარტიათა ზუსტი რაოდენობა და სია დადგინდება", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ ნოღაიდელი თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციონერი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერის ჩატარებას მხარს უჭერს და მისი ერთ-ერთი ინიციატორია. მეტიც: ყოფილი პრემიერი პრაიმერის ჩატარებას ფინანსურადაც უზრუნველყოფს.