დღეს, 28 დეკემბერს 12:00 საათზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი კულტურულ მემკვიდრეობის სფეროში მოღვაწე ძველი და ახალი თაობის პრაქტიკოს რესტავრატორებს დააჯილდოებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, წლების განმავლობაში სხვადასხვა სარეასტავრაციო პროექტების წარმატებულად განხორციელებისთვის დარგის სპეციალისტებს სააგენტოს სახელით, ფულადი პრემიაც გადაეცემათ.
რესტავრატორთა დაჯილდოება სფეროს ერთ-ერთი უახლესი ღონისძიებაა, რომელიც დღეიდან ყოველწლიურად გაიმართება.