12 მოსწავლე სეპარატისტული აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიპატიჟებით კრემლში 26 დეკემბერს დაგეგმილ საახალწლო ნაძვის ხის ზეიმს დაესწრებიან.
ბავშვები სეპარატისტული აფხაზეთიდან მოსკოვში დღეს გაემგზავრნენ. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ბავშვები 9 დან 12 წლამდე ასაკის არიან. ბავშვები რომლებიც მოსკოვში საახალწლო ნაძვის ხეზე გაემგზავრნენ ინტერნატის აღსაზრდელები და მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან.
გარდა საახალწლო ნაძვის ხის ზეიმისა ბავშვები მოსკოვს დაათვალიერებენ. სეპარატისტული აფხაზეთიდან ბავშვების მოსკოვში გამგზავრებას აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტი დააფინანსებს.
შეგახსენებთ, რომ კრემლში დაგეგმილ საახალწლო ნაძვის ხის ზეიმს ბავშვები სეპარატისტული სამხრეთ ოსეთიდანაც დაესწრებიან.