მოსკოვში ქუთაისში "დიდების მემორიალის' აფეთქებას "სახელმწიფოებრივი დონის ვანდალიზმის" ფაქტს უწოდებენ.
"ქუთაისში ბარბაროსულად ააფეთქეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მემორიალი. ამით საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი ვანდალიზმის აქტი განახორციელა და ნებისმიერი ცივილიზებული ადამიანის გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსევე აცხადებენ, რომ "ქუთაისში განხორციელებული მკრეხელობა _ თბილისის ხელისუფლების მანიაკალური გამოვლინების მორიგი სამარცხვინო ფაქტია, რომელიც საკუთარი ხალხის ისტორიული მეხსიერების წაშლას ისახავს მიზნად".
სერგეი ლავროვის უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ძეგლის აფეთქებით საქართველოს ხელისუფლებამ საზოაგდოებრივი და ქართველი ვეტერანების პროტესტების იგნორირება მოახდინა.
"მეტიც, ეს არის გამოწვევა,რომელიც მთელს საერთაშორისო თანამეგობობას ესროლეს, რომელმაც სულ ახლახანს, გაეროს გენერალური ასსამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში "შეშფოთება გამოხატა იმ ადამიანთა სხოვნის პატივსაცემი მემორიალებისა და ძეგლების განადგურების გამო, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ",_ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.