უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი EPC-ის სამიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა და მადლობა გადაუხადა მას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპული და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინაში სამართლიანი მშვიდობისთვის, ენერგეტიკული და პოტენციური თავდაცვის პარტნიორობა და შევთანხმდით შემდგომ კონტაქტებზე. მადლიერი ვარ აზერბაიჯანის მხარდაჭერისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე შეხვედრის შემდეგ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა აღნიშნული, ზელენსკიმ ილჰამ ალიევს და მთელ აზერბაიჯანელ ხალხს მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით სომხეთთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებები.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს ენერგეტიკული სისტემის მხარდაჭერაში გაწეული დახმარებისთვის. მხარეებმა აღნიშნეს მათი საერთო ინტერესი ამ სფეროში პარტნიორობის გაგრძელების კუთხით.