მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებმა ქალაქ ტემრიუკში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს მინისტრის თავმჯდომარის მოადგილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. დაკავებულმა 2010 წლის 10 სექტემბერს მოსკოვის დასავლეთ ნაწილში მდებარე სასტუმრო "უკრაინა"-სთან აჭარის ექს-მინისტრის მოადგილეს ელგუჯა ჯინჭარაძეს ესროლა.
ფატქზე "მკვლელობისა" და "იარაღის უკანონო ბრუნვის" მუხლით აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. დადასტურებული მონაცემებით, ჯინჭარაძეს 38 წლის სოჭის მაცხოვრებელმა ესროლა, რომელზეც ფედერალური ძებნა იყო გამოცხადებული.
დაკავებულს ბრალი უკვე წაეყენა.