საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას შეფასებით, 8 აგვისტო მტკივნეული დღეა.
"8 აგვისტო ძალიან მტკივნეული დღეა, როგორც მთელი საქართველოსთვის, ასევე თითოეული დაღუპული ჯარისკაცის თანამებრძოლისათვის. შეიარაღებული ძალები, ისევე როგორც მთელი საქართველო, პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას", - განაცხადა ახალაიამ მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც მან ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, გარდაცვლილთა ოჯახებს და სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
მისივე განმარტებით, შეიარაღებული ძალები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ომში დაღუპულთა მიერ დაწყებული საქმე ღირსეულად იყოს გაგრძელებული.
"ამის გარკვეული მოტივაცია არსებობს", - დასძინა თავდაცვის მინისტრმა.