დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები ბჭობდნენ იმის შესახებ, თუ რატომ გამოყურება მთვარის ორი მხარე სხვადასხვანიარად. ის მხარე, რომელიც დედამიწასთან ახლოსაა, უფრო ბრტყელია და მეტწილად დაბლობებისგან შედგება. საწინააღმდეგო მხარე კი, რომლის დანახვაც დედამიწიდან იშვიათად შეიძლება, დაფარულია კრატერებითა და 3 ათასი მეტრის სიმაღლის ქედებით.
კალიფორნიელი მეცნიერების ჯგუფმა ამას ახალი ახსნა მოუძებნა. მათი ვერსიის თანახმად, 100 მლნ. წლის წინ დედამიწის ირგვლივ ერთი კი არა, ორი მთვარე ბრუნავდა. პატარა მთვარე მუდმივად ხვდებოდა დიდი მთავრის მიზიდვის არეში და საბოლოდ შეეჯახა მას. შეჯახება მოხდა დაახლოებით 8 ათასი კმ.სთ სიჩქარით, რის შედეგადაც, პატარა მთვარე მთლიანად დაიშალა. მისი ნამსხვრევებით მოიფინა დიდი მთვარის მეორე მხარე. მეცნიერთა მტკიცებით, დიდი მთვარე პატარა მთვარესთან შედარებით 25-ჯერ მძიმე იყო. პატარა მთვარის დიამეტრი რამდენიმე ათასი კილომეტრი იყო.
NASA-ს მეცნიერმა ალან შტერნმა კალიფორნიელი მეცნიერების მოსაზრებებს ასეთი კომენტარი გაუკეთა: "ძალიან ჭკვიანური თეორიაა, თუმცა მას დამტკიცება სჭირდება".