რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დაფინანსების შესახებ. ამ განკარგულებით რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რიგი ახალი ობიექტების ასაშენებლად დამატებითი თანხების გამოყოფა იგეგმება.
აღნიშნული დოკუმენტის თანახმად,ზემოთნახსენები სამუშაოების დაფინანსებისათვის 2009-2010 წლებში გამოყოფილი თანხა 5 მილიარდ 69 მილიონ 879 ათას რუსულ რუბლს შეადგენს.
ოსური მედიის ინფორმაციით აღსადგენ და ასაშენებელ ობიექტთა შორისაა გაზის გამანაწილებელი ქსელები, ელექტროგადამცემი ხაზები და მათ შორის ვერტმფრენის დასაჯდომი ორი მოედნის (ვერტოდრომის) მშენებლობა _ ჯავასა და ახალგორში.
გამოყოფილი თანხის მთავარ გამანაწილებლად რუსეთის რეგიონული განვითარების სამინისტრო დასახელდა, ხოლოდ მთავარ სახელმწიფო დამკვეთად _ პროექტებისა და პროგრამების რეალიზაციის სამხრეთ დირექცია.