აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტნთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
„რუსეთის პრეზიდენტ პუტინს დილის 10:00 საათზე დაველაპარაკები“, - დაწერა მან თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 3 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
„პუტინმა თქვა, რომ დღეს ტრამპთან საუბარს გამართავს,“ - იუწყება რუსული სამთავრობო მედიასაშუალება „ტასი“.