რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის მოადგილე, გენერალ-მაიორი და უკრაინასთან მებრძოლი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხაილ გუდკოვი კურსკის ოლქში მოკლეს.
ის გახდა მეთერთმეტე რუსი გენერალი, რომელიც დაიღუპა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან.
გუდკოვის დაღუპვა გუბერნატორმა ოლეგ კოჟემიაკომ დაადასტურა.
„მეთაურთან ერთად დაიღუპა მისი ერთგული თანამებრძოლი და ჩვენი საერთო მეგობარი [პოლკოვნიკი] ნარიმან შიხალიევი. ნამდვილი საზღვაო ქვეითები, ნამდვილი ოფიცრები“, - განაცხადა გუბერნატორმა.
გენერალ-მაიორი საზღვაო ქვეითების შტაბ-ბინაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა.