დანია უნგრეთისთვის ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას ითხოვს.
"ჩვენ კვლავ ვხედავთ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევას. ამიტომ ჩვენ უნგრეთის წინააღმდეგ მე-7 მუხლით დაწყებულ პროცედურის მიხედვით გათვალისწინებულ მოსმენებს გავაგრძელებთ" - განუცხადა ჟურნალისტებს დანიის ევროკავშირის საკითხების მინისტრმა, მარი ბიერმა.
ევროკავშირის შეთანხმებაში გაწერილი მე-7 მუხლი გაერთიანების ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, კენჭი უყარონ იმ წევრი ქვეყნის გარიცხვას ან დაჯარიმებას, რომელიც არღვევს გაერთიანების წესებს.
გამოცემა Politico წერს, რომ უნგრეთისთვის ხმის მიცემის უფლება ჩამორთმევის შემთხვევაში, ბუდაპეშტს ვეღარ ექნება ვეტოს დადების უფლება ევროკავშირის პოლიტიკის სხვადასხვა გადაწყვეტილებებზე, როგორიც მაგალითად, უკრაინის გაწევრიანებაა.
მარი ბიერეს თქმით, ევროკავშირმა ასევე უნდა განიხილოს ევროკავშირის ფონდებთან იმ ქვეყნების წვდომის შეზღუდვა, რომლებიც არღვევენ ევროპულ კანონმდებლობას.