აშშ და უკრაინა პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის ორგანიზებაზე მუშაობენ. ამის შესახებ Politico წყაროებზე დაყრდნობოთ იუწყება.
აღსანიშნავია, რომ სატელეფონო საუბრის იდეა 1-ელ ივლისს წამოაყენეს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის გარკვეული იარაღის მიწოდება შეაჩერა.
„აშშ დღეს კიევში უკრაინას [გადაწყვეტილების შესახებ] აცნობებს და ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი უახლოეს მომავალში გაიმართება“, - განაცხადა გამოცემის წყარომ.
„აშშ აცხადებს, რომ ეს არ არის პაუზა ან შეჩერება. შეერთებული შტატები კვლავ აქტიურად მუშაობს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საუკეთესო საშუალების დასადგენად. ეს პრიორიტეტად რჩება“, - განაცხადა წყარომ.