ფილიპინების ქალაქ მანილაში ქართველი მეზღვაურების გადამწყვეტი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ფილიპინებზე დაკავებული ქართველები უკვე მე-5 თვეა საბოლოო განაჩენს ელოდებიან.
პროცესზე ქართველების მხრიდან კაპიტნის მესამე თანაშემწე გიორგი შავიშვილი კიდევ ერთხელ დაიკითხება და წაყენებულ ბრალდებებს უპასუხებს.
დაიკითხებიან გემის მთავარი კაპიტანი ლორენს ბენსი და მისი კიდევ ერთი თანაშემწე ბრუს ჯოუნსი. მანილაში იმყოფება გემის ტვირთის მფლობელიც.
ბრალდება საკმაოდ მძიმეა. გემის ეკიპაჟს დიდი ოდენობით კონტრაბანდული იარაღის გადატანაში ადანაშაულებენ.
ქართული მხარე დღევანდელ პროცესზე საბოლოო განაჩენს ელოდება. დაკავებულები ამ დრომდე ემიგრანტთა ბანაკში იმყოფებიან.