ხვალ, 19 ოქტომბერს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით აუქციონი გამართება. აუქციონზე საქართველოს სხადასხვა რეგიონში მდებარე 45-ზე მეტი ობიექტი იქნება გატანილი.
გასაყიდ ობიექტებს შორის არის დაბა კოჯორში, ორბელიანის ქუჩაზე, სამხედრო ქალაქ №1-ში მდებარე 12 ერთეული შენობა-ნაგებობა, რომლის საწყისი გასაყიდი ფასი 400 000 აშშ დოლარს შეადგენს.
400 000 აშშ დოლარადა არის განსაზღვრული შპს "ჩხენიშის ღორღის ქარხანას", რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხენიშში მდებარობს.