ორი დღეა მეტი არაფერი აქვთ სალაპარაკო ყაველაშვილის დიპლომის გარდა, - ამის შესახებფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე
„ორი დღეა მეტი არაფერი აქვთ სალაპარაკო ყაველაშვილის დიპლომის გარდა. ვითომ ახლა ძალიან შეიმჩნიეს ის, რომ მაგალითად 2 დღის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენი მონა მორჩილიც აირჩია პარლამენტმა და ფრაქციამ დოქტორები, აგერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დოქტორი, იუსტიციის ერთ დოქტორ მინისტრს ცვლის მეორე მინისტრი ასევე დოქტორი, ვითომ ამაზე არ გამოუტოვებიათ არც ერთი წინადადება, სულ გადაცემებს აწყობენ და ახლა ყაველაშვილის დიპლომზე, ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური ფორმა“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა, რომელსაც უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს.