ერთ მხარეს, რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
„თქვენ რა გგონიათ, ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხვდეთ, ჩვენ იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს ? რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც ჩინეთთან, ბევრ ქვეყანასთან, დსთ-ის წევრ ქვეყნებთან. ამ ყველაფრის გაუქმება მოგვიწევს. ერთ მხარეს, რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია. უვიზო მიმოსვლის გაუქმება იცით რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს? იმიტომ რომ საქართველო იქნება შენგენის სივრცის ნაწილი და საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ შეხვალ შენგენის ტერიტორიაზე და ვისთანაც ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა, ჩვენ ვერ შემოვუშვებთ საქართველოში. დღეს რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში, ჩათვალეთ, ღვინის სექტორი ჩამოინგრევა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.