"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" საქართველოს პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მოწვევას ურჩევს.
პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ როცა ქვეყანა საფრთხის წინაშეა, ყოვლად მიუღებელია, პოლიტიკოსისგან მეთვალყურის პოზიციის დაკავება. ედპ-ს განცხადებით, ხალხი პოლიტიკოსებისაგან ქმედით ნაბიჯებს ელის.
ედპ მიიჩნევს, რომ რუსული დაკვეთით მოქმედი პარტიების ოპოზიციად მოხსენიება არ შეიძლება, რადგან „პოლიტიკური ოპოზიცია უნდა იყოს ხელისუფლების და არა ქვეყნის ოპოზიცია".
"ახლა უკვე ხელისუფლების პასუხი რეჟიმის გამკაცრება კი არ უნდა იყოს, პირიქით, რუსულ საფრთხესა და სხვა გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეებისგან შემდგარ საქართველოს შეუძლია, რაც რეალური დემოკრატიული რეფორმებით მიიღწევა",- ნათქვამია ედპ-ს განცხადებაში.