პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი ოპოზიციურ სპექტრს ახალი ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბების წინადადებით მიმართავს.
როგორც სარიშვილმა დღეს, პარლამენტის შენობის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახლა ეროვნული მოძრაობის აღორძინებისთვის ხელსაყრელი დროა.
„მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დასხდნენ ჩემთან ერთად და დავიწყოთ მოლაპარაკება ახალი ეროვნული მოძრაობის აღორძინებაზე. ახლა ამისთვის ხელსაყრელი დროა", - აღნიშნა სარიშვილმა.