აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ გადატვირთვა აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებში შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ურთიერთობების გაუმჯობესება ისე, რომ ამ ურთიერთობების გადატვირთვა მომხდარიყო", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
მისივე თქმით, აღნიშნული ხელს უწყობს "სტრატეგიული ბალანსის შენარჩუნებას".
მასალის გამოყენების პირობები