მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ევროპის საბჭოს დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართვას უგზავნის.
"მიხეილ სააკაშვილმა მრისხანების დღე მოუწყო საკუთარ ხალხს და დაუნდობლად და გაუგონარი სისასტიკით გაუსწორდა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს. გაცემული იყო ბრძანება სასტიკად გასწორებოდნენ ყველას, ქალს თუ კაცს, ასაკოვანს თუ ახალგაზრდას. ის, რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ფაშისტური მეთოდებით ანგარიშსწორება, ზიზღითა და შურისძიებით განპირობებული სადამსჯელო სპეცოპერაცია. მომხდარის სამართლებრივი შეფასება ცალსახაა და ცხადი, რომ ბრძანების გამცემმა და შემსრულებელმა პირებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კოდექსი. აქციის მონაწილეთა დაშლის სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი არ არსებობს არგუმენტი, რომლითაც გამართლებული იქნებოდა მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებისა და მათთვის ხელბორკილების დადების შემდეგ ფიზიკური ძალადობის განხორციელება, მათ შორის პოლიციის სამმართველოში", - ნათქვამია მიმართვაში.
ამასთან, ეკა ბესელიას მოძრაობის შეფასებით, პარლამენტის წინ წუხელ მომხდარ ინციდენტში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332, 143, 144(3) 147, 154 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა სპეცოპერაცის დამგეგმავი და მონაწილე პირების ქმედებაში , რაც გულისხმობს: სსკ 333 სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით, სს 143 თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისათვის და ჯამრთელობისათვის საშიში ძალადობით, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, სსკ 144(3)- დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ჯგუფურად ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით პოლიტიკური შეხედულებების გამო, სსკ 147 (1) განზრახ უკანონო დაკავება, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.
"მოგმართავთ დაუყოვნებლივ რეაგირებისთვის, გთხოვთ. 1. შეაჩეროთ მასობრივი რეპრესიების და ანგარიშსწორების ტალღა და უკანონო დაპატიმრებები უდანაშაულო ადამიანების მიმართ. 2. პირადად თქვენი წარმომადგენლები შეხვდეთ და მოინახულოთ დაკავებული პირები რათა თავად დაწრმუნდეთ როგორ მდგომარეობაში არიან ისინი. ასევე გთხოვთ რეაგირებას შს სამინისტრომ მიაწოდოს ყველა ოჯახს ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფელის თაობაზე", - აღნიშნულია მიმართვაში.